კალათბურთი

22:15 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოტე ტუღუში16-წლამდელთა ნაკრებს უხელმძღვანელებს

საქართველოს 16-წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად კოტე ტუღუში დაინიშნა, რომლის თანაშემწეებადაც გიორგი ნიკოლაძე და ბუბა ბერიშვილი იმუშავებენ. ამის შესახებ worldsport.ge-ს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ განუცხადა.

ტუღუში პარალელურად სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ,,ქუთაისი 2010“-ს მთავარი მწვრთნელია. იგი საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთი თანაშემწე იყო. ქვეყნის პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბს კონტრაქტი დაუმთავრდა და ამჟამად იგი ხელმძღვანელობის გარეშეა.

0.12481