ფეხბურთი

21:08 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ზამთრის ჩემპიონობას უახლოვდება

გერმანიის ბუნდესლიგის XIV ტური დღეს ღამით ტრადიციულად ერთი მატჩით დაიწყება: “დარმშტადტი” – “კიოლნის” წინააღმდეგ. თუმცა, მთავარი თამაშები მაინც შაბათსა და კვირას გაიმართება.

ლიდერი და მოქმედი ჩემპიონი “ბაიერნი” შინ ბერლინის “ჰერტას” დაუხვდება. დედაქალქური გუნდი ცუდ ფორმაში არაა და არც ურიგო სეზონს ატარებს, მაგრამ მიუნხენში ისეთ დროს ჩადის, რომ ძნელია “ჰერტამ” წარმატებაზე იფიქროს. “რეკორდმაისტერი” მიმდიანრე სეზონში არანორმალურად მაღალ დონეზე თამაშობს და ზამთრის ჩემპიონობა ლამის განაღდებული აქვს. პეპ გვარდიოლას ბიჭები მდევარ “ბორუსიას” საგრძნობლად სჯაბნიან. “ჰერტა” კი ამასობაში ჩემპიონთა ლიგის ზონაშია. ასეთ სეზონს კი ყველაზე ოპტიმისტი ბერლინელიც ვერ წარმოიდგენდა...

ტურის მთავარი თამაში კვირასაა ჩანიშნული: ლევერკუზენის “ბაიერის” სახლში გელზენკირხენის “შალკეს” დაუხდვება. “ხუმარები” ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდნენ და მშვენიერ ხასიათზე არიან, რასაც “ლევერკუზენზე” ვერ ვიტყვით. “ფარმაცევტები” დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ვეღარ დაძლევენ. გუნდები სატურნირო ცხრილში ერთმანეთს ემეზობლებიან. ორთავეს 20-20 ქულა დაუგროვებიათ, რაც აღნიშნული მატჩის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

ჯერ კიდევ საჩემპიონო ამბიციის მქონე “დორტმუნდი” საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტირებას “შტუტაგრტთან” მატჩში ეცდება. სარეაბილიტაციოდ კი ტომას ტუხელის გუნდს საქმე ნამდვილად აქვს – ბუნდესლიგის ბოლო ტურში “ყვითლებმა” ჰამბურგში უშანსოდ წააგეს და ამას ევროპა ლიგაზე რუსულ “კრანსოდართან” მარცხიც მიაყოლეს. მოკლედ, “ბორუსიას” თითქმის ერთი თვეა აღარ მოუგია. ამასობაში კი “შტუტგარტს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს კრამნის სახით, ვინც დროებით წვრთნის “შვაბებს” და რომელმაც წარუმატებელი შედეგების გამო დათხოვილი ალექსანდრ ცორნიგერი შეცვალა. ამ უკანასკნელს წინა ტურში “აუგსბურგთან” განადგურება ვერ აპატიეს.

ბრემენის “ვერდერმა” ერთი კვირის წინ ვოლფსბურგში 0:6 წააგო და ვიქტორ სკრიპნიკის სკამიც შეირყა. გერმანელმა სპეციალისტმა შუა კვირაში მთავარ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები დაამატა და ავარჯიშა. მათ შორის ქართველი გიორგი პაპუნაშვილიც. ისე კი, “ბრემენელი მუსკოსები” ხასიათზე მოსვლას “ჰამბურგთან” საშინაო მატჩში ეცდებიან, რომელიც თავის მხრივ კარგ განწყობაზეა. აბა, როგორ იქნება? – წინა ტურში ხომ ჩრდილოგერმანლებმა “დორტმუნდს” მოუგეს. ასეთი კალიბრის გუნდის ძლევა კი “ჰამბურგის” ფანებს ნამდვილად მონატრებული ექნებოდათ...

მესამე ადგილოსანი და ვიცე-ჩემპიონი “ვოლფსბურგი” ერთ-ერთ აუტსაიდერ “აუგბსურგს” ტურის დასკვნით მატჩში ეწვევა. დიეტ ჰეკინგის ბიჭებმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე მოიგეს და თავიანთ ჯგუფში გალიდერდნენ, ხოლო “აუგსბურგმა” ევროპა ლიგაზე შინ მოგებული თამაში დათმო ბილბაოს “ატლეტიკთან”. ისე, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ვინ იცის, იქნებ აუგსბურგელები ერთ ფრონტზე უკეთ ათამაშენდნენ.

“დარმშდადტი” – “კიოლნი”

დარმშტადტი, “მერკშტადიონი”

“დარმშტადტი” (4-2-2-2): მატიეინია; გარიჩსი, სულუ, კალდიროლა, ჟუნიორ დიასი; ნიემაიერი, გონდორფი; ჰელერი, რაუში; როზენტალი, ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

“კიოლნი” (4-4-2): ჰორნი; რისე, მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; ოსაკო, ლემანი, ვოგტი, ბიტენკურტი; ზოლერი, მოდესტე

მწვრთნელი: შტოგერი

მსაჯი: აიტეკინი

“ბაიერნი” – “ჰერტა”

მიუნხენი, “ალიანს არენა”

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, მარტინესი, ბოატენგი, ალაბა; ალონსო; კომანი, მიულერი, ვიდალი, რობენი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: გვარდიოლა

“ჰერტა” (4-1-4-1): იარშტეინი; რეგასელი, ლანგკამპი, ბრუკსი, პლატეჰარდი; ლუსტენბერგერი, ბერენსი, სკიელბრედი, დარიდა, ჰარაგუჩი; კალუ

მწვრთნელი: დარდაი

მსაჯი: დრისი

“ვერდერი” – “ჰამბურგი”

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

“ვერდერი” (4-4-2): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, გარსია; ბარტელსი, ბარგფრედე, გრილიტში, იუნუზოვიჩი; უჯა, პიზარო

მწვრთნელი: სკრიპნიკი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; საკაი, ჯურუ, კლებერი, ოსტრზოლეკი; იუნგი, დიასი; მიულერი, ილიჩევიჩი, ჰოლტბი; ლასოგა

მწვრთნელი: ლაბადია

მსაჯი: კირხერი

“ჰანოვერი” – “ინგოლშტადტი”

ჰანოვერი, HDI არენა

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; სორგი, მარსელო, შულცი, ალბორნოზი; შმიედებახი, სანე; ანდრეასენი, გულსელამი, კარამანი; სობიეხი

მწვრთნელი: ფრონტზეკი

“ინგლოშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; ლეველსი, მატიპი, ჰუბნერი, ბაუერი; გროსი, როგერი, მორალესი; ჰარტმანი, ჰინტერსეერი, ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასეჰუტლი

მსაჯი: შტილერი

“ჰოფენჰაიმი” – “გლადბახი”

ზინსჰეიმი, “ვირსოლ რეინ არენა”

“ჰოფენჰაიმი” (4-5-1): ბაუმანი; სტრობლი, სულე, ბიჩაკჩიჩი, კიმი; შვეგლერი, პოლანსკი; ვოლანდი, ამირი, შმიდი; ვარგასი

მწვრთნელი: სტევენსი

“გლადბახი” (4-2-2-2): სომერი; კორბი, კრისტიანსენი, იანტშკე, ვენდტი; ქსაკა, დაჰუდი; დრმიჩი, ჯონსონი; რაფაელი, სტინდლი

მწვრთნელი: შუბერტი

მსაჯი: ვეინერი

“მაინცი” – “აინტრახტი”

მაინცი, კოფეის არენა”

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, ბენგსტონი; ბაუმგალტინეგერი, ლატცა; იარო, მალი, დე ბლასისი; მუტო

მწვრთნელი: შმიდტი

“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; ჰასებე, ძამბრანო, აბრაჰამი, ოზჩიპკა; მოდოევიჩი, ფლუმი; აიგნერი, მეიერი, იგნიოვსკი; სეფეროვიჩი

მწვრთნელი: ვეჰი

მსაჯი: დანკერტი

“დორტმუნდი” – “შტუტგარტი”

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; გინტერი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი; ვეიგლი, გუნდოგანი; კაგავა, მხითარიანი, როისი; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტუხელი

“შტუტგარტი” (4-2-3-1): ტიტონი; კლეინი, სუნჯიჩი, ბაუმგარტი, ინსუა; რუპი, გენტნერი; მაქსიმი, დიდავი, კოსტიჩი; ვერნერი

მწვრთნელი: კრამნი

მსაჯი: გრაფე

“ლევერკუზენი” – “შალკე”

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; დონატი, ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; კრამერი, კამპლი; ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, მეჰმედი; ჩიჩარიტო

მწვრთნელი: შმიდტი

“შალკე” (4-2-2-2): ფარმანი; რეიტერი, მატიპი, ჰიოვედესი, აოგო; გორეტცკა, ჰოიბერგი; სანე, მეიერი; ჰუნტელაარი, დი სანტო

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

მსაჯი: ფრიტცი

“აუგსბურგი” – “ვოლფსბურგი”

აუგსბურგი, WWK არენა

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, მაქსი; ბაიერი, კორი; ეშვეინი, კოო, საიუბი; ბობადილია

მწვრთნელი: ვეინზიერლი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრაში, ნალდო, დანტე, შეფერი; არნოლდი, ლუის გუსტავო; ვიერინია, შურლე, კრუსე; დოსტი

მწვრთნელი: ჰეკინგი

მსაჯი: დინგერტი

თეგებიბუნდესლიგა
0.134861