ლისაბონის “სპორტინგის” შემტევი ფრედი მონტერო გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მხარდამჭერების 32%-მა ხმა კოლუმბიელ ფეხბურთელს მისცა. სამხრეთამერიკელი მოთამაშე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
მონტერო მოსკოვის “ლოკომოტივთან” სტუმრად მოგებულ (4:2) შეხვედრაში ერთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა.