ფეხბურთი

19:15 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: V ტური ციფრებში

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი” მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ქულაც არ დაუკარგავს. ანდრე ვილაშ-ბოაშის შეგირდები ბოლო ტურში ბელგიის ჩემპიონ “გენტს” გასვლაზე ეთამაშებიან.

“იუვენტუსის” ფეხბურთელმა პატრის ევრამ “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა და მახრივ გახდა 27-ე მოთამაშე, ვისაც ლიგაზე ასეთი ნიშნულისთვის მიუღწევია. ფრანგებს შორის კი მას მხოლოდ ტიერი ანრი სჯაბნის – 112 თამაში.

კრიშტიანუ რონალდუ ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 5 გოლით უსწრებს. პორტუგალიელის მიერ “შახტართან” შეგდებული მეორე ბურთი “რეალისთვის ლიგაში 450-ე გამოდგა. ამ ხმრივ “სამეფო კლუბი” მოსისხლე მტერ “ბარსელონას 25 გოლით უსწრებს.

“რომასთან” (6:1) მოგებული თამაშის შემდეგ “ბარსელონა” ლიგაზე ყველაზე შედეგიანი გუნდი გახდა საშუალოდ თამაშში გატანილი გოლების მიხედვით. კატალონიელთა შედეგი 425 გოლია 211 თამაშში (საშუალოდ მატჩში 2.014 გოლი)

“მალმეს” კარში ანხელ დი მარიას გატანილი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე საიუბილეო, მე-7000 აღმოჩნდა.

“ბარსელონამ” “რომასთან” მოგებული თამაშში რეკორდი დაამყარა, “ბლაუგრანამ” ლიგის ერთ მატჩში მინიმუმ 5 გოლი უკვე მეთექვსმეტედ გაიტანა. ამ მხრივ მეორე მაჩვენებელი “ბაიერნს” აქვს – 13.

გარდა ამისა, “ბარსამ” კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე უკვე მე-17-ედ დაასრულა. “რეალსა” და “ბაიერნს” კი იგივე მაჩვენებელი 15-ჯერ და 14-ჯერ აქვთ.

“ბარსელონამ” და “ბაიერნმა” ლიგაში ზედიზედ 9 საშინაო თამაშის მოგება მოახერხეს. ამ მხრივ რეკორდი კი ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთვნის. “წითელ ეშამკებს” 2006 წლის სექტემბრიდან 2008 წლის აპრილამდე მიჯრით 12 შეხვედრა მოუგია “ოლდ ტრაფორდზე”.

“პსვ ეინდჰოვენთან” (0:0) ფრე “იუნაიტედისთვის” ლიგაზე 21-ე გამოდგა და ამ მაჩვენებლით იტალიურ “მილანს” გაუტოლდა.

მეხუთე ტური ძალზე შედეგიანი გამოდგა და 54 გოლი გავიდა. ეს კი საუკეთესო შედეგია 59 თვის მერე. ბოლოს ამაზე მეტი გოლი ერთ ტურში 2013-2014 წლების სეზონის საწყის ტურში გავიდა. საერთო რეკორდი კი 2000-2001 წლების სეზონზე მოდის – 63 გოლი.

E ჯგუფის მონაწილე გუნდებმა აქამდე გამართულ 10 მატჩში 42 გოლი გაიტანეს. თუ “ბარსელონა”, “ლევერკუზენი”, “რომა” და “ბატე” ბოლო ტურში კიდევ 8 გოლს გაიტანენ, მაშინ ისინი ახალ რეკორდს დაამაყრებენ. აქამდე ყველაზე მაღალი შედეგიანობა 2013-2014 წლების სეზონში დაფიქსირდა, მაშინ D ჯგუფში მყოფმა გუნდებმა, “მანჩესტერ სიტიმ”, “ბაიერნმა”, ცსკამ და “პლზენმა” ჯამში 49 გოლი გაიტანეს.

0.120322