მიმდინარე სეზონში დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ალექს ტეიშეირა თავისი კარგი თამაშის გამო ყურადღების ცენტრშია. სამხრეთამერიკელმა წლეულს უკვე 23 გოლის გატანა მოასწრო. მან უეფას ოფიციალური ვებგვერდისთვის თავისი მოსაზრებით ყველა დროის 5 კაციანი გუნდი შეადგინა.
გასაკვირი არაა, რომ ტეიშეირას რჩეულთა შორის უმრავლესობა მისი თანამემამულეა.
ალექს ტეიშეირას “დრიმ თიმი”:
ლიონელ მესი (არგენტინა), რომარიო (ბრაზილია), რონალდინიო (ბრაზილია), კრიშტინუ რონალდუ (პორტუგალია), რონალდო (ბრაზილია).