იტალიურ ანდრიაში მიმდინარე ჩელენჯერი (საპრიზო ფონდი 42 500 დოლარი) ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე გაგრძელდება.
ვაჟთა შორის საქართველის პირველ ჩოგანს ANDRIA E CASTEL DEL MONTE CHALLENGER-ზე პირველი განთესვა გააჩნდა, თუმცა, მხოლოდ საწყისი წრის დაძლევა მოახერხა.
მერვედფინალში ბასილაშვილი ჩეხ იან სატრალს დაუპირისპირდა და 6:7 (5:7), 3:6 დამარცხდა.