ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა იაპონურ ტოიოტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გამოეთიშა.
სოფომ იაპონიაში 2 წრე დასძლია, მეოთხედფინალში კი “უაილდ ქარდის” მქონე რუს კსენია ლიკინასთან 6:3, 2:6, 5:7 დამარცხდა.