ტელეკომპანია "პირველი" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ე. წ. საეჭვო მატჩების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საუბარია აზარტული თამაშების ერთ-ერთ ბრიტანულ ვებპორტალზე პირველი ლიგის მატჩების მიმართ საეჭვო ინტერესზე. როგორც tvpirveli იტყობინება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საგამოძიებო სტრუქტურებს და უეფას გარკვეული ინფორმაცია უკვე გადაუგზავნა.
იხილეთ ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტი
www.tvpirveli.ge