ფეხბურთი

12:04 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

El Mundo Deportivo: “ოქროს ბურთის” წლევანდელი მფლობელი წინასწარ ცნობილია”

ესპანური გამოცემა EL Mundo Deportivo იუწყება, რომ არსებობს წინასწარი ინფორმაცია თუ ვინ გახდება 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

წყაროს ცნობით, “ოქროს ბურთის” მაძიებელთაგან 414 ქულით არგენტინელი ლიონელ მესი გაიმარჯვებს. 212.5 ქულით მეორე ადგილს კრიშტიანუ რონალდუ დაიკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 95.5 ქულით “ბარსელონას” შემტევი ნეიმარია.

ამ დროისთვის ოფიციალურად “ოქროს ბურთის” 23 ნომინანტია დასახელებული, რომელთაგან საუკეთესო სამეული 30 ნოემბერს უნდა შეირჩეს, გამარჯვებული კი 2016 წლის 11 იანვარს ციურიხში დასახელდება.

ფეხბურთელებისთვის ხმის მიცემის უფლება აქვთ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებს, კაპიტნებს და მედიის წარმომადგენლებს.

თუ მესი “ოქროს ბურთს” მოიგებს, ის კარიერაში წლის საუკეთესო ფეხბურთელი მეხუთედ გახდება.

0.107201