ესპანეთის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა “ელ კლასიკოში” გაძევებული ისკო ალარკონი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი “ბარსელონასთან” წაგებული (0:4) შეხვედრის 84-ე წუთზე ნეიმარის წინააღმდეგ ზღვარგადასული სიუხეშით გამოირჩა და წითელი ბარათი დამსახურებულად მიიღო.
23 წლის ფეხბურთელს “ეიბართან” და “ხეტაფესთან” გასამართი მატჩების გამოტოვება მოუწევს.
ისკომ მიმდინარე სეზონში “ბლანკოსის” მაისური 17-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.