ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი პუერტო-რიკოელი გამათამაშებელი ხოსე ხუან ბარეა ტრავმირებულია, აღნიშნულ ინფორმაციას The Score-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ბარეამ კოჭის ტრავმა “სან ანტონიოსთან” 88:83 წაგებულ შეხვედრაში მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და კალათბურთელმა თამაში ვეღარ გააგრძელა. დაზიანებამდე ხოსე ხუანმა გუნდს 7 ქულა და 3 პასი შესძინა.
ბარეას პარკეტზე დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. პუერტო-რიკოელი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 8.6 ქულას, 4.1 პასს და 2.1 მოხსნას აკეთებს.