ფეხბურთი

20:54 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონს” ბეინსი დაუბრუნდა

“ევერტონის” ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ლეიტონ ბეინსმა ტრავმა მოიშუშა და სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.

30 წლის მარცხენა მცველმა ტერფის მძიმე დაზიანება აგვისტოში მიიღო და ამის გამო, მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია. იმ შემთხვევაში, თუ რობერტო მარტინესი საჭიროდ ჩათვლის, ლეიტონს შაბათს “ბორნმუთის” წინააღმდეგ ვიხილავთ მინდორზე.

თავის მხრივ, ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ის იმ შემთხვევაში ათამაშებს ბეინსს, თუ ინგლისელი ასი პროცენტით იქნება მზად, რადგან მცირედი რისკზეც არ სურს წასვლა და ფეხბურთელის ჯანმრთელობას უფრთხილდება.

0.114732