საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბაქოს "ინტერის" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ისევ ტრავმირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე სამი კვირის წინ იყო, თუმცა ჯერ ვერ იწყებს ვარჯიშს.
კვეკვესკირს საზარდულთან ძვლის ანთება ჰქონდა. ექიმების რჩევით, ნიკა დაახლოებით 10 დღეში დაიწყებს ვარჯიშს.
23 წლის ფეხბურთელმა კარგი შთაბეჭდილება საქართველო-გიბრალტარისა და გერმანია-საქართველოს მატჩებში. ნოემბრის შეხვედრებში კი, ცხადია, ვერ ითამაშებდა, რადგან ტრავმა ჰქონდა.