მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ “შახტართან” მოგებული მატჩით კმაყოფილი გახლდათ. “სამეფო კლუბმა” უკრაინული გუნდი 4:3 დაამარცხა, პორტუგალიელმა კი 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
“კარგ ფორმაში ვიყავით და ეს მიხარია. მატჩამდე რასაც ვგეგმავდით, ის შევასრულეთ. გუნდი ახლა უფროა დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, ვიდრე აქამდე იყო. “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შემდეგ “რეალს” რეაბილიტაცია სჭირდებოდა.” – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Bein Sports-ი.
პრიმერადივიზიონის მე-12 ტურის მატჩი მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონასთან” 0:4 წააგო.