დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” აშშ-ს სტუდენტური ლიგის სტარტზე ზედიზედ მე-4 მარცხი განიცადა, თუმცა, მთავარი ისაა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ლოიოლას უნივერსიტეტთან წაგებულ (57:67) შეხვედრაში სანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის შემადგენლობიდან მოედანზე ყველაზე მეტი დრო (37 წუთი) გაატარა. საბოლოოდ, ქართველმა მცველმა 20 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.
სანაძემ 9-დან 3 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველი კალათბურთელი “ტორეროსის” რიგებში საუკეთესო იყო, “ლოიოლას” კი 25 ქულით დევონ ტურკმა ულიდერა.
“სან დიეგო” NCAA-ს ვესთ-ქოუსთის დივიზიონის ბოლო ადგილზეა, მორიგ მატჩს კი 28 ნოემბერს “სან ხოსე სთეითის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ
ჯერ 24 წლისაა მეეჭვება მთელი კარიერა ტოტენჰემში დარჩეს ალბათ წავა ოღონდ ინგლისში უნდა დარჩეს კაროჩე ლივერპული ყველაზე მაგარი ვარიანტია დდდ
კარგი რა ლივერპული
რეალის ან ბაიერნის კლასია ჰარი. ლივერპული ამისთვის მელკი გუნდია