მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა “შახტართან” მოგებული (4:3) ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბმა” ქება დაიმსახურა.
“საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილი ვარ. მაღალ დონეზე ვითამაშეთ და უმეტეს შემთხვევაში მატჩს ვაკონტროლებდით. თუმცა დავუშვით შეცდომები და გოლებიც მივიღეთ საკუთარ კარში. კონცენტრაცია გვაკლდა და შეცდომებს გავაანალიზებთ. მთავარი ის იყო, რომ ჯგუფში პირველი ადგილი შევინარჩუნეთ. გავუტანეთ 4 გოლი ისეთ გუნდს, რომელიც შინ კარგად თამაშობს, ასე რომ, ჩემი გუნდი ქებას იმსახურებს.” – ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს.
“რეალი” “შახტართან” მატჩში 70-ე წუთზე უკვე 4:0-ს იგებდა, თუმცა უკრაინულმა გუნდმა 11-წუთიან მონაკვეთში 3 გოლი გაიტანა. “ბლანკოსი” A ჯგუფში 13 ქულით პირველ ადგილზეა.