ფეხბურთი

10:07 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის საიუბილეო მატჩი "იუვენტუსში"

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ინგლისურ "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში ევროთასებზე "ბებერი ქალბატონის" კარი მეასედ დაიცვა. ბუფონს საიუბილეო თამაში წარმატებული გამოუვიდა, რადგან მისმა გუნდმა მოიგო, თვითონ კი კარი მშრალად შეინახა. თანაც, რამდენიმე ეპიზოდში თავისიანები აშკარა გოლისგან იხნსა. საერთოდ, 37 წლის ჯიჯი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშობს - 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული, ხოლო ტურინში ჩატარებულ სამ თამაშში გოლი ჯერაც არ გაუშვია.

ისე კი, ბუფონმა ევროტურნირებზე "იუვენტუსის" მაისურით პირველად შორეულ 2001 წლის 18 სექტემბერს ითამაშა, როდესაც გლაზგოს "სელტიკთან" (3:2) ჩემპიონთა ლიგაზე დაიცვა "იუვეს" ღირსება.

0.128595