ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც იტალიურ ანდრიაში მიმდინარე ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 42 500 დოლარი) პირველ ნომრადაა განთესილი, საწყისი წრე დასძლია.
ბასილაშვილმა ირლანდიელ ჯეიმს მაკგის არცთუ იოლ მატჩში 7:6 (7:5), 6:4 სძლია და მერვედფინალში ჩეხ იან სატრალს ეთამაშება. ამ უკანასკნელმა გზიდან უნგრელი მარტინ ფუჩოვიჩი ჩამოიცილა – 6:3, 3:6, 6:1.
ცნობისთვის, ANDRIA E CASTEL DEL MONTE CHALLENGER-ის გამარჯვებული 90 სარეიტინგო ქულას მიიღებს.