ჩოგბურთი

0:31 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ იაპონიაში პირველი წრე დასძლია

ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ იაპონურ ტოიოტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) პირველი წრე დასძლია.

შაფათავა მე-5 ნომრად განთესილ ბელგიელ ელის მერტენსს გაეჯიბრა და 7:5, 6:3 სძლია. მერვედფინალში სოფოს მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე იაპონელი იუუკი ტანაკა იქნება.

0.113662