სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმის“ უკანახაზელი სანდრო მეგენეიშვილი ავადმყოფობის გამო ვერ ვარჯიშობს და პირველი წრის ბოლო ტურში მისი თამაში სათუოა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,სოხუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო, მეშვიდე ტურში ,,სოხუმი“ სტუმრად ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ,,ბათუმს“ ეთამაშება.