ფეხბურთი

21:39 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძეს...…გამარჯვების გოლი გააქვს!

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) გოლი გაიტანა. დიახ, “ფეირენსეს” ქართველმა გოლკიპერმა “გიმარაეშის” სარეზერვო გუნდთან 64-ე წუთზე პენალტი დაარტყა, გაიტანა და მისმა გუნდმა სტუმრად 1:0 იმარჯვა. გიორგიმ გოლის გატანასთან ერთად უშუალო მოვალეობასაც შესანიშნავად გაართვა თავის და პირველ ტაიმში მეტოქის შესრულებული პენალტიც მოიგერია.
ისე, მეკარე როცა პენალტს ურტყამს, ესე იგი, მართლაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს გუნდში. მაკარიძის გუნდი მეოთხე ადგილზეა და უმაღლესში გადასასვლელად იბრძვის.
ასევე, პორტუგალიის მეორე ლიგაში, ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემაც” 1:0 მოიგო სტუმრად. კერძოდ, ლისაბონის “ატლეტიკოს” მოუგეს. ავთო სასტარტოში იყო და 39-ე წუთზე შეცვალეს. საქმე ისაა, რომ “ჟილ ვისენტეს” 35-ე წუთზე მცველი გაუძევეს და მწვრთნელმა სწორედ მცველი შეიყვანა შემტევის ნაცვლად – და სწორედ ებრალიძე დაასვენა. “ჟილ ვისენტე” მე-11 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108455