ფეხბურთი

20:39 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ისკოს ტრანსფერზე მუშაობს

მადრიდის “რეალი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა ესპანელმა შემტევმა ისკო ალარკონმა დატოვოს. ამის შესახებ ესპანური გამოცემები წერენ. ისკო “რეალში” თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” კი ამასობაში, 23 წლის ნახევარმცველისადმი ტურინის “იუვენტუსის” დაინტერესებაზე წერს. ისკოს სატრანსფერო ფასი სადღეისოდ 40 მილიონ ევროს აღწევს, მაგრამ საუბარი საიჯარო ხელშეკრულებაზეც მიდის.

ისკო “რეალში” “მალაგადან” 2013 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში კი “რეალის” ღირსება 16 მატჩში დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა.

0.133294