კალათბურთი

19:26 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ბექა ბურჯანაძე ესპანეთის მეორე დივიზიონში ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად ყალიბდება. უკვე მეორე ტურია, ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი უძვირფასესი მოთამაშის ტიტულს არავის უთმობს.

ბოლოსწინა ტურში ბექამ 33 ქულა მოაგროვა და საუკეთესოდ აღიარეს. იგივე მოხდა უკანასკნელ ტურშიც, რომელშიც ბექა ასევე დიდებულად გაისარჯა.

შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნიამ” გასულ უქმეებზე “პრატ ხუვენტუდი” სტუმრად 81:60 დაამარცხა, ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე კი 27 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.

ბურჯანაძის გუნდს 2 მოგება და 7 მარცხი აქვს და 16-გუნდიან ლებ-გოლდში მე-14 ადგილზე იმყოფება. „ლეიმა ბასკეტი “მორიგ მატჩს, 27 ნოემბერს, ლა კორუნიაში “კოკინასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.123206