კალათბურთი

11:32 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” ისტორია გადაწერა (+VIDEO)

“გოლდენ სტეიტ უორიორსი” ნბა-ს ისტორიაში გახდა ერთადერთი გუნდი, ვინც სასტარტო 16 შეხვედრიდან თექვსმეტივე მოიგო, აქამდე აღნიშნულის გაკეთება ვერც ერთი ეპოქის საუკეთესო გუნდებმა ვერ შეძლეს.

ოკლენდელებმა მეთექვსმეტე ისტორიული გამარჯვება შინ “ლეიკერსის” განადგურებით 111:77 მოახერხეს. “ოქროს შტატელებმა” პირველი პერიოდში ლოს ანჯელესელები 30:11 დაამარცხეს და შეხვდრის ბედი თავიდანვე გადაწყვიტეს. მასპინძელთაგან 24 ქულით და 9 პასით სტეფ კარი გამოირჩა. უსახური შეხვედრა ჩაატარა კობი ბრაიანტმა. “მამბამ” 7-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმოდან ერთი გამოიყენა, 7 ნატყორცნი ორქულიანიდან კი ზუსტად ვერც ერთი მოახვედრა კალათში.

“გოლდენ სტეიტი” 16-დან თექვსმეტივე მოგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. ოკლენდელები მომდევნო მატჩში 28 ნოემბერს “ფინიქსს” დაუპირისპირდებიან და სტივ კერის შეგირდები თავიანთივე დამყარებული რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდებიან.

მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:

0.179579