ფეხბურთი

12:26 | 25.11.2015 | ნანახია 2032 - ჯერ

მიულერმა რაულის შედეგი გააუმჯობესა

მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა თომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე გამარჯვება 26 წლის და 72 დღის ასაკში მიითვალა და ასაკობრივი მაჩვენებლით მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ლეგენდის რაულ გონსალესის (26 წელი და 257 დღე) შედეგი გააუმჯობესა.

“რეკორდმაისტერმა” ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე “ოლიმპიაკოსი” შინ 4:0 დაამარცხა.

ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის 50 მატჩის მომგებთა სიაში მესამე ადგილზე ლიონელ მესი გახლავთ (27წ, 134დ), მეოთხეზეა – იკერ კასილიასი (27წ, 189დ), ხოლო მეხუთეზე – კრიშტიანუ რონალდუ (28წ, 28დ).


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:46 | 25.11.2015
giorgiusi (696)

ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. შეუცვლელი ფიგურა ბაიერნის და გერმანიის ნაკრებისთვის. ყველაზე მეტად ამ ფეხბურთელის იმედი მაქვს როდესაც მოედანზეა

13:14 | 25.11.2015
chamilo (33560)

Xლართა ბაიერნის ჯილაა

13:10 | 25.11.2015
Roark (1353)

გაჯეგაა

0.094735