საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. ამის თქმის საშუალებას ის გვაძლევს, რომ მიმდინარე სეზონში 15 თამაშიდან ზაზამ 9 შეხვედრაში ორმაგი დუბლი გააკეთა. ფაჩულია ორმაგი დუბლების რაოდენობით წლევანდელ სეზონში მესამე ადგილზეა, მას ანდრე დრამონდი 13 (ორმაგი დუბლი) და რასელ უესტბრუკი უსწრებენ – 10.
ზაზამ თავის მეცხრე ორმაგი დუბლი მემფისში გაიფორმა, სადაც “დალასი” 96:110 დამარცხდა. ფაჩულიამ პარკეტზე 28 წუთი და 22 წამი დაჰყო, ამ დროში მან გუნდს 13 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მემფისი” შეხვედრის სტარტზევე დაწინაურდა და შეხვედრის ბოლომდე უპირატესობა არ დაუკარგავს. მემფისელთა რიგებში 21-21 ქულით გრინი და კონლი გამოირჩნენ. “დალასში” ფაჩულიას მსგავსად ორმაგი დუბლი გერმანელმა დირკ ნოვიცკიმ შეასრულა 14 ქულა, 10 მოხსნა.
“დალასი” 9 მოგებით და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს თბილისის დროით 05:30 საათზე გასვლაზე “სან ანტონიოს” წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები: