27-29 ნოემბერს ბაქო ოქროს გრან-პრის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ბაქოში გამოსვლის უფლება ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონებმა – ბექა ლომთაძემ (61), ელიზბარ ოდიკაძემ (97) და მესამე პრიზიორებმა: ჯუმბერ ყველაშვილმა (74), სანდრო ამინაშვილმა (86) და გენო პეტრიაშვილმა (125) მოიპოვეს.
მსოფლიოს პირველობის შემდეგ, ამ სიას პლანეტის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) დაემატა, რადგან სხვა მედალოსნები უკვე ლიცენზირებული ამინაშვილი და პეტრიაშვილი გახდნენ. თუმცა, ხინჩეგაშვილი ბაქოში არ მიდის და მის ნაცვლად, მწვრთნელებმა შემადგენლობაში ოთარ გოგავა შეიყვანეს, რისი უფლებაც მსოფლიო ფედერაციისგან მიიღეს.
თავისუფალთა ნაკრებს არჩილ ქიტიაშვილი და ალექსანდრე კახნიაშვილი უხელმძღვანელებენ, მალხაზ ჯორბენაძე კი მსაჯობას გასწევს. გუნდი ბაქოში 25 ნოემბერს გაემგაზვრება, 27-ში კი შეჯიბრებაა – ყველა წონა ერთ დღეს ჭიდაობს.
ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან გრან-პრიზე მონაწილეობის უფლება მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორმა ლაშა გობაძემ მოიპოვა (80) და ქართველთაგან ბაქოში მხოლოდ ის იჭიდავებს. გობაძე და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია ტურნირზე 28 ნოემბერს გაემგზავრებიან, 29-ში კი შეჯიბრია.
ჩემპიონები ჯილდოდ 10 000 დოლარს მიიღებენ (პირადი მწვრთნელს 2 000 ერგება), ფინალისტები 5 000-ს, მესამეაადგილოსნები კი – 2 000-ს.
www.wrestling.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისედაც არ გვყავს ბავშვები და რა დროს დისკვალიფიკაციაა და ნაკრები რა შუაშია საერთოდ,ეს უსტიაშვილი ვერ ამართლებს და ვეღარ მიხვდნენ სხვას ჩააბარონ 20 წლიანები და დიდ ნაკრებში ხო რას ამბობ თავისი ლუბიმჩიკების შერჩევის მეტს არაფერს არ აკეთებს.
წარმატებები ნაკრებს მაგრამ ეგ უსტიაშვილი მოაცილეთ ამათ.
ნოდარ გოგოძეა ის ბავშვი გოგლიძე კი არა :@