კალათბურთი

0:14 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე მოგებულ მატჩში ორ ქულას დასჯერდა

გიორგი ცინცაძის “გრაველინ-დიუნკერკმა” საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო და ლიდერთა შორის იმყოფება.

გრაველინელებმა სტუმრად “შოლეს” 76:64 სძლიეს, ქართველმა კალათბურთელმა კი 8 წუთში 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ცინცაძემ 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტუმრებს 26 ქულით და 11 მოხსნით ამერიკელმა მარკუს დავმა ულიდერა, რომელმაც თამაშიდან 10-ვე (!) ტყორცნა გამოიყენა.

“გრაველინ-დიუნკერკი” 7 მოგებით და 2 მარცხით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ “ვილერბანს” ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 27 ნოემბერს, ცინცაძის კლუბი “პარი-ლევალუას” გაეჯიბრება.

0.116136