გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში საინტერესო რამ მოხდა. კერძოდ, ლიდერთა ჯგუფში მყოფმა ბერლინის "ჰერტამ" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი "ჰოფენჰაიმი" ისე დაამარცხა (1:0), რომ მეტოქის კარში ერთხელაც არ დაურტყამს. დედაქალაქურ გუნდს გამარჯვება სტუმართა პოლონელი ლეგიონერის პოლანსკის გოლმა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ 90 წუთის განმავლობაში კარის ჩარჩოში ზუსტად არც "ჰოფენჰაიმს" განუხორციელებია დარტყმა.
აღნიშნული შეხვედრის ასე უხარისხოდ წარმართვის მიზეზი ალბათ თოვლი იყო, რომელიც "ოლიმპიაშტადიონის" ბალახს თითქმის მთლიანად ფარავდა. სხვათა შორის, 2005 წელს "ჰერტას" მსგავსად კარში ზუსტი დარტყმის გარეშე მეორე გერმანულმა გუნდმა "ჰამბურგმა" მოიგო...