კალათბურთი

19:15 | 24.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ლებრონი და კარი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში ლებრონ ჯეიმსი, ხოლო დასავლეთში სტეფ კარი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გასულ კვირას “გოლდენ სტეიტმა” კარის დახმარებით 4-დან ოთხივე შეხვედრა მოიგო, გამთამაშებელი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 30.8 ქულას, 6 პასი, 5.5 მოხსნას და 3 ჩაჭრას აგროვებდა.

ლებრონის დახმარებით “კავალიერსმა” გასული კვირაში 3-დან ორი შეხვედრა მოიგო. აქედან საშუალოდ ერთ მატჩში ჯეიმსი 25.3 ქულას, 8.7 მოხსნას და 5.7 გადაცემას აკეთებდა.

0.127134