ევროპა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი “ბრიუგესა” და “ნაპოლის” შორის შესაძლოა გადაიდოს. ბელგიაში ტერორიზმის საფრთხის გამო მომდევნო 4 დღის განმავლობაში ყველანაირი სახის სპორტული ღონისძიების გამართვა აიკრძალა და შესაბამისად, ზემოაღნიშნული თამაშიც ამ ვადებშია - 26 ნოემბერს.
“სპორტული თამაშები მომდევნო 4 დღის განმავლობაში უქმედება”, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მარიე ვერბეკმა ბელგიურ მედიასთან საუბრისას.
“ბრიუგე” – “ნაპოლის” შეხვედრით კი რისკზე წასვლას ალბათ, არც ბელგიაში აპირებენ და არც უეფაში...