ფეხბურთი

15:43 | 24.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილი წლეულს ვეღარ ითამაშებს

უკრაინულ პრემიერლიგაში წლეულს ორი ტური დარჩა, თუმცა “კარპატის” საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი ვეღარ ითამაშებს. მას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. საქმე ისაა, რომ გასულ ტურში (“სტალი”-“კარპატი” 1:1), ბოლო წუთებზე დაუშვილი გააძევეს. თანაც, გააძევეს არა მინდვრიდან, არამედ სათადარიგოთა სკამიდან.

ქართველი ფეხბურთელი უკვე შეცვლილი იყო, სკამზე იჯდა და მსაჯის ერთ-ერთი გადაწყვეტილება ცუდი ჟესტით გამოხატა, რისთვისაც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. მსაჯმა პენალტი დანიშნა “კარპატის” კარში, რომელიც “სტალის” ფეხბურტელმა ვერ გამოიყენა. ისე, პენალტი აშკარად საეჭვო იყო.

0.12581