კატალონიური “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “რომასთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის 18-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა.
განაცხადში არაა ხავიერ მასკერანო, რომელიც “რეალთან” მოგებული შეხვედრის პირველ ნახევარში დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პერიოდი გაუცდება არგენტინელს, თუმცა დღევანდელი მატჩი ნამდვილად მის გარეშე ჩაივლის.
მასკერანოს გარდა, “ბლაუგრანას” რაფინია ალკანტარა და დუგლასი ჰყავს ტრავმირებული, ხოლო ხორდი მასიპი და სანდრო რამირესი ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით ვერ მოხვდნენ განაცხადში. სამაგიეროდ, 18 ფეხბურთელს შორისაა მეორე გუნდის მოთამაშე სერხი სამპერი.
“ბარსელონას” განაცხადი დღევანდელი მატჩისთვის ასე გამოიყურება:
მეკარეები: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კლაუდიო ბრავო;
მცველები: ხერარდ პიკე, ჟერემი მატიე, ტომას ვერმაელენი, მარკ ბარტრა, დანიელ ალვეში, ადრიანო, ხორდი ალბა;
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, ივან რაკიტიჩი, სერხი რობერტო, ანდრეს ინიესტა, სერხი სამპერი;
თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ნეიმარი, ლუის სუარესი, მუნირ ელ ჰადადი.