კლუბ „საგარეჯოს“ და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 19 დეკემბერს თბილისში გაიმართება ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ძიუდოში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის 25-მდე კლუბი (ქალები, კაცები).
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, შეჯიბრი ჩატარდება ახალ სპორტის სასახლეში (მის. უნივერსიტეტის ქ. №2). ტურნირის კენჭისყრა 18 დეკემბერს სასტუმრო "GOLDEN PALACE"- ში 20:00 საათზეა დაგეგმილი. 19 დეკემბერს წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყება, გახსნის ცერემონიალი 17:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 17:30 საათზე.
ჟურნალისტებმა, აკრედიტაციის გასავლელად, პირადობის მოწმობის ასლი და საკონტაქტო ნომერი უნდა გაგზავნონ მისამართზე: mediaecctbilisi@gmail.com