ფეხბურთი

14:29 | 24.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” მარსელო და რამოსი გამოაკლდნენ

მადრიდის “რეალის” ძირითადი შემადგენლობის ორი მცველი დაშავებულია. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, რომ სერხიო რამოსმა მხრის დაზიანება “სევილიასთან” გამართულ მატჩში მიიღო და მედიკოსების გადაწყვეტილებით საოპერაციო გახლდათ, თუმცა სერხიომ “ელ კლასიკოში” მაინც ითამაშა. მას ქირურგიული ჩარევა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება და დაახლოებით ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

“ბარსელონასთან” წაგებული შეხვედრის მეორე ნახევარში დაშავდა მარსელო და შესაცვლელი შეიქნა. მას მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანება აღენიშნება. ჯერჯერობით უცნობია თუ რა პერიოდი გაუცდება ბრაზილიელს, თუმცა ოთხშაბათს გასამართ საჩემპიონთალიგო მატჩს “შახტარის” წინააღმდეგ ნამდვილად გამოტოვებს.

აქვე გთავაზობთ იმ 20 ფეხბურთელის ჩამონათვალს, რომლებიც რაფაელ ბენიტესმა უკრაინაში იახლა.

მეკარეები: კეილორ ნავასი, კიკო კასილია, რუბენ იანეზი;
მცველები: რაფაელ ვარანე, პეპე, ნაჩო, დანილო, დანიელ კარვახალი;
ნახევარმცველები: ტონი კროოსი, ხამეს როდრიგესი, ლუკა მოდრიჩი, კასემირო, დენის ჩერიშევი, გარეტ ბეილი, ისკო, მატეო კოვაჩიჩი;
თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდუ, ლუკას ვაზკესი, ხესე როდრიგესი, ქარიმ ბენზემა.

0.12317