ფეხბურთი

14:01 | 24.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლაუდრუპმა დანიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა

ლეგენდარული დანიელი ფეხბურთელი მიქაელ ლაუდრუპი მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთა სიაში აღარაა.

როგორც skysports-ი იტყობინება, 51 წლის სპეციალისტმა ნაკრების გაძღოლა თავად არ ისურვა. დანიის საფეხბურთო ასოციაციის ადმინისტრაციული დირექტორის, კლაუს ბრეტონ მეიერის განცხადებით, ლაუდრუპმა შეთავაზებაზე უარი პირადი მიზეზების გამო თქვა.

მიქაელ ლაუდრუპს დანიის ნაკრებში 1982-1998 წლებში 104 მატჩი ჩაუტარებია და 37 გოლი გაუტანია. სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში, 2000-2002 წლებში, ის ეროვნულ გუნდში მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა. “ბრონდბიუს”, “ხეტაფეს”, მოსკოვის “სპარტაკის”, “სუონსისა” და ყატარული “ლეხვიას” ყოფილი თავკაცი მიმდინარე წლის ზაფხულიდან უმუშევარია.

დანიის ნაკრები უმწვრთნელოდ ევრო-2016-ის შესარჩევი ტურნირის პლეი ოფში შვედეთთან ორმატჩიან პაექრობაში მარცხის შემდეგ დარჩა, ეროვნული გუნდი საკუთარი განცხადების საფუძველზე მორტენ ოლსენმა დატოვა, რომელიც დანიელებს 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12038