ფეხბურთი

23:48 | 23.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბენიტესი “რეალში” რჩება

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის პრესკონფერენცია ახლახანს დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ რაფაელ ბენიტესი მადრიდული კლუბის თავკაცად რჩება.

“ბლანკოსის” პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რაფაელ ბენიტესს ენდობა და ის კლუბში მუშაობას განაგრძობს.

“საღამო მშვიდობისა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ რაფაელ ბენიტესს სრულ მხარდაჭერას და ნდობას ვუცხადებთ. მან ახლახანს დაიწყო ჩვენთან მუშაობა და დარწმუნებულები ვართ, რომ ის “რეალში” ბევრ ტიტულს მოიგებს. ჩვენ ავირჩიეთ ბენიტესი, რადგანაც დიდი გამოცდილება აქვს და საკუთარი საქმის პროფესიონალია. მადრიდისტებო, მე მესმის თქვენი გულისწყრომის, მაგრამ გთხოვთ მხარი დაუჭიროთ კლუბს.

იანვრიდან მოყოლებული “რეალი” სათანადოდ ვერ თამაშობს. ბენიტესს ახლა რთული სამუშაო აქვს და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.

რაც შეეხება ახალ პრეზიდენტზე საუბარს, ვიცი, რომ ბევრი მოწინააღმდეგე მყავს და ზოგიერთ ადამიანს ჩემი წასვლა სურთ. ასევე, ბევრი ჟურნალ-გაზეთი ჩვენს კლუბზე ტყუილს წერს. მე წავიკითხე, თითქოს რონალდუმ თქვა, რომ არჩევანი მასსა და ბენიტესს შორის უნდა გაგვეკეთებინა. არ ვიცი ეს საიდან მოიტანეთ, სრული სიცრუეა.

არსებობენ ადამიანები, კონკრეტულად კი ჟურნალისტები, რომელნიც “რეალზე” ტყუილებს წერენ და ჩვენი კლუბის დაკნინება სურთ”, - ციტირებს პერესის სიტყვებს “რეალის” ოფიციალური ვებგვერდი.

0.141229