ფეხბურთი

20:35 | 23.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ის მე-14 ტურის სიმბოლური

ავროტიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ L’Equipe–მა ლიგა 1-ის მე-14 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი წევრი “ნიცადან” ფიგურირებს, რომელთაგან ორი მოთამაშე და მწვრთნელი არიან წარდგენილნი.

ლიგა 1-ის ტურის გუნდი ასეთია:

მეკარე: სტივ მანდანდა (“მარსელი”);
მცველები: რენატო ჩიველი (“ლილი”), რომეინ ტომასი (“ანჟერი”), ბრაიან დაბო (“მონპელიე”), დიეგო კონტენტო (“ბორდო”);
ნახევარმცველები: ჟან მიშელ შერი, ვინსენტ კოზიელო (ორივე “ნიცა”), ტიაგო მოტა (“პარის სენ-ჟერმენი”);
თავდამსხმელები: ოსმანე დემბელე (“რენი”), ენცო კრიველი (“ბორდო”), იანის სალიბური (“გენგამი”).
მწვრთნელი: კლოდ პუელი (“ნიცა”)
მსაჯი: ენტონი გაუტიერი

თეგებილიგა 1
0.116042