ფეხბურთი

19:41 | 23.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფინია “ბარსელონაში” 2020 წლამდე დარჩება

კატალონიის “ბარსელონამ” 22 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველ რაფინია ალკანტარასთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ტვიტერის გვერდი ავრცელებს.

რაფინიამ მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ამჟამად კი ტრავმირებულია.

ალკანტარა “ბარსელონას” მთავარ გუნდში 2011 წლიდან ირიცხება, შემდეგ ერთი წელი “სელტაში” იყო იჯარის წესით გასხვისებული. 22 წლის ფეხბურთელი 2015 წლიდან ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც 2 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.131602