ევროპის მეორე დონის საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფზე”, ორი ტურის შემდეგ ქართველი ლეგიონერების კლუბები ლიდერთა შორის არ არიან.
პირველ ჯგუფში კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივი”, ირლანდიაში “კონახტთან” 17:21 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. შველიძე და ჟღენტი შეცვლაზე ერთდროულად, 50-ე წუთზე შევიდნენ. გუნდებმა სამ-სამი ლელო გაიტანეს, მასპინძლებმა გარდასახვები არაზუსტად შეასრულეს, მაგრამ ორჯერ ჯარიმიდან იხეირეს. “ბრივმა” სამი ცდიდან ერთადერთი გარდასახვა გამოიყენა. ტაიმი 5:11 დასრულდა, თამაშის განახლებიდან 10 წუთში, მასპინძლებმა ორი და სტუმრებმა ერთი ლელო გაიტანეს, რითაც უკვე 10:21 ჩამორჩნენ. “ბრივმა” 73-ე წუთზე თავისი მესამელელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და კიდევ ერთი ლელო რომ გაეტანა, შინ 5 ქულით დაბრუნდებოდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.
ამავე ჯგუფში, რუსეთის ჩემპიონი, დავით კაჭარავას “ენისეი” ინგლისში “ნიუკასლთან” 7:55 დამარცხდა. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების შუამარბმა სრულად ითამაშა, 5-ჯერ შეუტია და ჯამში 28 მეტრი გაიარა, რაც რუსული კლუბის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია, ის ორჯერ დაუსხლტა მბოჭავებს, დაცვაში კი, ასევე ყველაზე მეტი, 15 ბოჭვა შეასრულა და არცერთი არ გაცუდებია. ინგლისელებმა მეტოქეს 9 ლელო გაუტანეს და აქედან 4 მარკუს ვოტსონის, ხოლო სამი მარკ უილსონის ანგარიშზეა.
მეორე ჯგუფში გიორგი ნაცარაშვილის “პო” ინგლისში “სეილ შარქსთან” 20:29 დამარცხდა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. ფრანგებმა მაგრად იბრძოლეს, ტაიმი 13:14 დათმეს და 44-ე წუთზე გატანილი მეორე ლელოთი 20:17 დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე ლელო თავადაც მიიღეს და ისევ ჩამორჩნენ. მატჩის მიწურულს “სეილმა” მეოთხე ლელოც გაიტანა, რითაც მეტოქეს პრემია არ დაანება და ბონუსი თავად მიიმატა. ნაცარაშვილს ძირითადად შავი სამუშაოს შესრულება უწევდა.
მესამე ჯგუფუ მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ” იტალიური “კალვიზანოსგან” არაფერი დატოვა, 10 ათასი მაყურებელი 10 ლელოთი ასიამოვნა და მეტოქე 64:0 გაანადგურა. ნარიაშვილმა მოედანზე 49 წუთი გაატარა და საჯარიმო ლელოშიც მიიღო მონაწილეობა.
მეოთხე ჯგუფში ჯაბა ბრეგვაძის “ვუსტერ უორიორსი” იტალიაში “ძებრესთან” 8:27 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კვაჭი, რომელიც ინგლისურ კლუბში მსოფლიო თასის შემდეგ გადავიდა, პირველად მოხვდა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში და 65 წუთი ითამაშა. თამაშს 1800 მაყურებელი დაესწრო, იტალიელებმა შესვენებამდე ორი ლელო გაიტანეს და ტაიმი 21:3 მოიგეს, მეორე ტაიმში მათი მონაგარი მხოლოდ ორი ჯარიმა იყო, რაზეც სტუმრებმამატჩის მიწურულს ერთი ლელოთი უპასუხეს.
ამავე ჯგუფში ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის “ლა როშელმა” “გლოსტერს” უმასპინძლა და 20:33 დამარცხდა. ბაზაძე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა და 55-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროს მისი გუნდი 20:19 იგებდა, მაგრამ დასკვნით 12 წუთში ორი ლელო გაუშვა და უქულოდ დარჩა. “ჩელენჯ ქაფის” მეორე ტურში ამ თამაშს ყველაზე მეტი, 12 800 მაყურებელი დაესწრო.
მე-5 ჯგუფში თაზო მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” საკუთარ მოედანზე “ედინბურგთან” 6:27 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ.
2015/2016 წლების ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფი
I ჯგუფი
კონახტი (ირლანდია) - ბრივი (საფრანგეთი) 21:17
ნიუკასლი (ინგლისი) - ენისეი (რუსეთი) 55:7
1. | კონახტი (ირლანდია) | 2 | 2 | 0 | 0 | 52:31 | 9 |
|
2. | ნიუკასლი (ინგლისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 64:20 | 6 |
|
3. | ბრივი (საფრანგეთი) | 2 | 1 | 0 | 1 | 30:30 | 5 |
|
4. | ენისეი (რუსეთი) | 2 | 0 | 0 | 2 | 21:86 | 0 |
მომდევნო ტური. 11-12 დეკემბერი
კონახტი - ნიუკასლი, ენისეი - ბრივი
II ჯგუფი
სეილ შარქსი (ინგლისი) - პო (საფრანგეთი) 29:20
კასტრი (საფრანგეთი) - ნიუპორტი (უელსი) 32:29
1. | ნიუპორტი (უელსი) | 2 | 1 | 0 | 1 | 59:44 | 6 |
|
2. | კასტრი (საფრანგეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 32:29 | 5 |
|
3. | სეილ შარქსი (ინგლისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 41:50 | 5 |
|
4. | პო (საფრანგეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 20:29 | 0 |
მომდევნო ტური. 12 დეკემბერი
ნიუპორტი - პო, კასტრი - სეილი
III ჯგუფი
კარდიფ ბლუზი (უელსი) - ჰარლეუქინსი (ინგლისი) 20:32
მონპელიე (საფრანგეთი) - კალვიზანო (იტალია) 64:0
1. | ჰარლექუინსი (ინგლისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 73:38 | 10 |
|
2. | მონპელიე (საფრანგეთი) | 2 | 1 | 0 | 1 | 82:41 | 5 |
|
3. | კარდიფ ბლუზი (უელსი) | 2 | 1 | 0 | 1 | 70:41 | 5 |
|
4. | კალვიზანო (იტალია) | 2 | 0 | 0 | 2 | 9:114 | 0 |
მომდევნო ტური. 11-12 დეკემბერი
კარდიფი - მონპელიე, კალვიზანო - ჰარლექუინსი
IV ჯგუფი
ლა როშელი (საფრანგეთი) - გლოსტერი (ინგლისი) 20:33
ძებრე (იტალია) - ვუსტერ უორიორსი (ინგლისი) 27:8
1. | გლოსტერი (ინგლისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 56:30 | 8 |
|
2. | ძებრე (იტალია) | 2 | 1 | 0 | 1 | 37:31 | 4 |
|
3. | ვუსტერ უორიორსი (ინგლისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 27:30 | 4 |
|
4. | ლა როშელი (საფრანგეთი) | 2 | 0 | 0 | 2 | 23:52 | 0 |
მომდევნო ტური. 10-11 დეკემბერი
ვუსტერი - გლოსტერი, ლა როშელი - ძებრე
V ჯგუფი
აჟენი (საფრანგეთი) - ედინბურგი (შოტლანდია) 6:27
გრენობლი (საფრანგეთი) - ლონდონ აირიში (ინგლისი) 27:20
1. | ედინბურგი (შოტლანდია) | 2 | 2 | 0 | 0 | 55:16 | 8 |
|
2. | ლონდონ აირიში (ინგლისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 68:37 | 6 |
|
3. | გრენობლი (საფრანგეთი) | 2 | 1 | 0 | 1 | 37:48 | 4 |
|
4. | აჟენი (საფრანგეთი) | 2 | 0 | 0 | 2 | 16:75 | 0 |
მომდევნო ტური. 10-11 დეკემბერი
აჟენი - გრენობლი, ლონდონ აირიში - ედინბურგი