ფეხბურთი

17:20 | 23.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი – 0:1 წაგება და მაინც სიმბოლური

გიორგი პაპუნაშვილი გერმანიის მესამე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს ზედიზედ მეორე ტურში მოხდა და ორივეჯერ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის საიტის ვერსიით.

საინტერესო ისაა, რომ “ვერდერის” 23-წლამდელებმა შინ 0:1 წააგეს “ოსნაბრიუკთან” და ქართველი ფეხბურთელი მაინც შეიყვანეს სიმბოლურში. მის გარდა, “ვერდერის” სხვა ფეხბურთელი არ მოხვედრილა თერთმეტეულში.

“ბრემენელთა 20 წლის ლეგიონერმა კარგი თამაში აჩვენა და შეტევები მისგან იწყებოდა” – წერია საიტზე.

0.11292