კალათბურთი

14:18 | 23.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 15 ქულა ლიდერთან მატჩში

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ტოჩიგი ბრექსმა” იაპონიის ჩემპიონატის უწინდელ ლიდერ “აიშინ სი ჰორსს” მე-2 მატჩიც მოუგო და მეტოქე მე-3 ადგილამდე დააქვეითა, ქართველმა კალათბურთელმა კი იაპონიაში გადაბარგების შემდეგ, საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 20:55 წუთში კი 15 ქულა, 1 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ნიკოლოზმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

“ტოჩიგი ბრექსი” 10 მოგებით და 2 წაგებით პირველ-მეორე ადგილებს ტოკიოს “ტოიოტა ალვარკთან” ერთად იყოფს. ქართველი ფორვარდის კლუბს მორიგი მატჩები 28-29 ნოემბერს ჰიროშიმას “დრაგონფლაისთან” ელის.

0.116789