მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები რაფაელ ბენიტესის წინააღმდეგნი არიან. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა “მარკა” იუწყება. წყაროს ცნობით, “სამეფო გუნდის” მოთამაშეები ესპანელ სპეციალისტთან მუშაობაზე უარს აცხადებენ. როგორც ცნობილი ხდება, ბენიტესს მხარს მხოლოდ 5-6 ფეხბურთელი უჭერს.
მოგეხსენებათ, ლა ლიგის ბოლო ტურში “რეალი” საკუთარ მოედანზე “ელ კლასიკოში” “ბარსელონასთან” 0:4 განადგურდა, რის შემდგომაც აქტიურად საუბრობენ ბენიტესის შესაძლო გათავისუფლების შესახებ.