იტალიის ახალგაზრდული სერია A-ს მეცხრე ტურში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა “ემპოლის” ფორვარდმა რომან ჭანტურიამ. 19 წლის შემტევმა გასვლაზე “ვირტუს ლანჩანოსთან” მატჩში 90 წუთი ითამაშა, შეხვედრა კი გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.
მიუხედავად უგოლო თამაშისა ჭანტურია პრიმავერას ჩემპიონატის C ჯგუფის ბომბარდირთა დავას ისევ ლიდერობს. რომანის ანგარიშზე 6 მატჩში გატანილი 9 გოლია და მდევარს ერთი ბურთით უსწრებს. “ემპოლი” კი მესამე ადგილზეა. ტოსკანელები შემდეგ ტურში “ბარის” სახლში ეთამაშებიან.