გუშინ, მე-13 ტურის მთავარ სათამაშო დღეს სერია A-ს ლიდერი რამდენიმეჯერ შეიცვალა, საბოლოოდ კი, ცხრილის თავში მილანის “ინტერი” ერთპიროვნულად მოექცა.
“ნაპოლიმ” ვერონადან დაგეგმილი 3 ქულა წაიღო. ერთ-ერთი ლიდერისა და აუტსაიდერის შეხვედრა მოსალოდნელი სცენარით წარიმართა და მართალია საატზე მეტხანს გოლი არ გასულა, მაგრამ რაფაელის კართან მუდამ “ცხელოდა”. გოლის არგასვლის მიზეზი ის იყო, რომ მასპინძლები თავს 10 კაცით იცავდნენ. პირველ გოლზე შეტევა ჰამშიკმა წამოიწყო, მცველებს გაუსწორდა, ინსინეს დროულად უპასა და მანაც ძელის გავლით გაიტანა. “ვერონა” იძულებული გახდა გახსნილი, იგუაინმა ტრადიციულად რამდენიმე საგოლე მომენტი გაანიავა, მაგრამ მერე ინსინეს პასით გაიტანა და რამდენიმე საათით “ნაპოლი” სატურნირო ცხრილის თავში მოექცა.
რომში “ლაციო” “პალერმოსთან” ფავორიტი იყო და თამაშიც აქტიურად დაიწყო, მაგრამ ტაიმის შუაში მოულოდნელად გოლი გაუშვა. კუთხურის შემდეგ მცველებმა ბურთი კარგად მოიგერიეს, ლაზარის შორეული დარტყმაც საფრთხეს ნაკლებად წარმოადგენდა, მაგრამ ის გოლდანიგამ გააჩერა, რადგან სათანადო წინააღმდეგობა არ შეხვდა, თავად დაარტყა და სტუმრები დააწინაურა. ამან მასპინძლები არია, შესვენების შემდეგ რომაელთა შეტევის ხაზი კანდრევამ და მატრიმ გადაიბარეს და ამან გაამართლა. “ლაციო” გააქტიურდა, ჰილემარკმა ლულიჩი საჯარიმოში წააქცია და კანდრევამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. დასკვნით 20 წუთში ღია თამაში გაჩაღდა, მაგრამ გოლი ვერავინ გაიტანა და შეხვედრაც ლოგიკური შედეგით დასრულდა.
“ფიორენტინა” ტოსკანურ დერბიში მარცხთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მშვეველად ნიკოლა კალინიჩი მოევლინა. პაულუ სოუზა შეგირდებს “ემპოლისთან” მატჩის წინ მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ბევრმა არ უსმინა. თამაში სანახაობრივი და ფლორენციელებისთვის უმძიმესი აღმოჩნდა. მასპინძლებმა თამაში არადამაჯერებლად დაიწყეს, ამით სტუმრებმა ისარგებლეს და სწრაფი გოლი გაიტანეს: საპონარამ გადაცემით “ფიორენტინას” დაცვა გაჭრა, ლივაია მეკარეს მიუახლოვდა და ანგარიში ახლო კუთხეში გახსნა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ პასის მომენტში ის თამაშგარე მდგომარეობაში იყო, მაგრამ მსაჯებმა ეს ვერ შენიშნეს.
სოუზას შეგირდებს გონს მოსვლა არ დასცალდათ და 27-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვეს - ბურთი მარსელ ბუხელიმ მიიღო და დაახლოებით 25 მეტრიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა. შესვენების შემდეგ მოედანზე კალინიჩი და ბერნანდესკი გამოჩნდნენ. “ფიორენტინა” ბურთს კი აკონტროლებდა, მაგრამ მხოლოდ თავის ნახევარზე, მაგრამ 56-ე წუთიდან ყველაფერი შეიცვალა - ალონსომ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა და კალინიჩმა თავურით ის მშვიდად გადაგზავნა კარში. ხუთიოდე წუთში მან ბაბაკარის გადაცემა შეირგო, მცველებს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. “ფიორენტინამ” დარჩენილ დროში 3 ქულაზე ითამაშა და მომენტებიც შექმნა, მაგრამ მეტოქის დაუფასებლობისთვის დაისაჯა და მხოლოდ ქულის ამარა დარჩა.
მილანში ეს ყველაფერი იცოდნენ და დამაჯერებელი გამარჯვებით სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად დაწინაურდნენ. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად როდი დაიწყო. თავიდან ორი საგოლე მომენტი სტუმრებმა შექმნას, მაგრამ “ინტერის” სლოვენიელმა მეკარემ ორივე საფრთხე განმუხტა. ამის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და მართალია ლეალიმ ტელესის დარტყმული მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ბიაბიანიმ დაასწრო - 1:0. მეორე გოლი მეორე ტაიმში, იკარდიმ გაიტანა და “ფროსინონე” ამის შემდეგაც მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, დიდი სხვაობით არ წაეგო, მაგრამ შეხვედრის მიწურულს კიდევ ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ 0:4 დამარცხდა.
სერია A. XIII ტური
22 ნოემბერი
ვერონა. “მარკ-ანტონიო ბენტეგოდი”
ვერონა - ნაპოლი 0:2 (0:0)
ვერონა: რაფაელი, პისანო, ალბერტაცი (ჰელანდერი 47), მორასი, ბიანჩეტი, იანკოვიჩი (ტონი 73), ჰალფრეოსონი, გრეკო, ჩეჩინი (ვსზოლეკი 69), პაცინი, გომეს ტალები.
მწვრთნელი: მანდორლინი
ნაპოლი: პეპე რეინა, ალბიოლი, ჩირიჩეში, ჰისაი, გოულამი, ჰამშიკი (დავიდ ლოპესი 78), ალანი, ჟორჟინიო, იგუაინი, კალეხონი (ელ ქადური 66), ინსინე (მაჯიო 88).
მწვრთნელი: სარი
გოლები: 0:1 ინსინე (67), 0:2 იგუაინი (73)
გაფრთხილება: გრეკო (6), პისანო (53), იანკოვიჩი (56) - ჰისაი (53), ინსიგნე (59)
კარისკენ დარტყმა: 3 (3) - 22 (10); ბურთის ფლობა: 28% - 72%; კუთხური: 3 - 6; ჯარიმა: 8 - 9; თამაშგარე: 3 - 4; სეივი: 8 - 3.
ბერგამო. “ატლეტი აძური დ’იტალია”
ატალანტა - ტორინო 0:1 (0:0)
ატალანტა: სპორტიელო, პალეტა, სტენდარდო, ბელინი (ბრივიო 55), მასიელო (დ’ალესანდრო 82), სიგარინი (რაიმონდი 70), გომესი, მორალესი, კარმონა, დე როონი, დენისი.
მწვრთნელი: რეჯა
ტორინო: პადელი, მორეტი, ბოვო, მოლინარო, გლიკი, ბრუნო პერესი, ვივესი, ასკუა, ბასელი (გაძი 89), ქუალიარელა (ლოპესი 84), ბელოტი (მარტინესი 90+5).
მწვრთნელი: ვენტურა
გოლი: 0:1 ბოვო (52)
გაფრთხილება: დე როონი (36), სტენდარდო (63) - ვივესი (16)
კარისკენ დარტყმა: 15 (1) - 14 (4); ბურთის ფლობა: 62% - 38%; კუთხური: 10 - 3; ჯარიმა: 13 - 22; თამაშგარე: 1 - 4; სეივი: 3 - 1.
მოდენა. “ალბერტო ბრაგლია”
კარპი - კიევო 1:2 (0:2)
კარპი: ბელეკი, ძაკარდო, ლეტიზია, ბუბნიჩი (გაგლიოლო 59), ბიანკო, მარონე (ლასაგნა 71), გაბრიელ სილვა, ლოლო, პასკიუტი (დი გაუდიო 46), რიდერ მატოსი, მბაკოგუ.
მწვრთნელი: კასტორი
კიევო: ბიზარი, სესარი, გამბერინი, გობი, ფრეი, ბირსა (პეპე 74), რიგონი, ჰეტემაი, კასტრო, მეჯიორინი (რადოვანოვიჩი 83), ინგლესე (პალოშჩი 67).
მწვრთნელი: მარანი
გოლები: 0:1 ინგლესე (8), 0:2 მეჯიორინი (14), 1:2 გამბერინი (61 ა.გ.)
გაფრთხილება: ლოლო (12), გაგლიოლო (66), გაბრიელ სილვა (77), ძაკარდო (83) - ბირსა (16), ინგლესე (56), რადოვანოვიჩი (90+3)
კარისკენ დარტყმა: 19 (3) - 9 (3); ბურთის ფლობა: 56% - 44%; კუთხური: 9 - 6; ჯარიმა: 18 - 26; თამაშგარე: 2 - 3; სეივი: 1 - 2.
ფლორენცია. “არტემიო ფრანკო”
ფიორენტინა - ემპოლი 2:2 (0:2)
ფიორენტინა: ტეტერუშანუ, როდრიგესი, ტომოვიჩი, ასტორი, მარკოს ალონსო, მარიო სუარესი (კალინიჩი 46), ფერნანდესი, ბორხა ვალერო, ვესინო, ბაბაკარი (როსი 79), რებიჩი (ბერნანდესკი 46).
მწვრთნელი: პაულო სოუსა
ემპოლი: სკორუპსკი, კოსტა, მარიო რუი, ლაურინი, ტონელი, ბუხელი (ბიტანტე 83), საპონარა (კრუნიჩი 74), ზიელინსკი, პარედესი, მაკარონე (პუსიარელი 65), ლივაია.
მწვრთნელი: ჯიამპაოლო
გოლები: 0:1 ლივაია (18), 0:2 ბუხელი (27), 1:2 კალინიჩი (55), 2:2 კალინიჩი (61)
გაფრთხილება: რებიჩი (24), ვესინო (26), მარიო სუარესი (29), ბერნანდესკი (62), ტომოვიჩი (70) - ბუხელი (14), ლივაია (70), ზიელინსკი (83)
კარისკენ დარტყმა: 18 (5) - 15 (4); ბურთის ფლობა: 66% - 34%; კუთხური: 6 - 3; ჯარიმა: 20 - 12; თამაშგარე: 2 - 3; სეივი: 2 - 3.
ჯენოა. “კომუნალე ლუიჯი ფერარისი”.
ჯენოა - სასუოლო 2:1 (0:0)
ჯენოა: პერინი, ბურდისო, ანსალდი, დიოგო ფიგუეირასი (ჯემაილი 58), იძო (სისოკო 79), კოსტა, ლაზოვიჩი (გაკპე 68), რინკონი, პეროტი, ლაქსალტი, პავოლეტი.
მწვრთნელი: გასპერინი
სასუოლო: კონსიგლი, კანავარო, პელუსო, ვრსალკო, ასერბი, მისიროლი, მაგნანელი, დუნკანი (ფლოკარი 62), სანსონე (ფლორო ფლორესი 79), დეფრელი (პოლიტანო 72), ბერარდი.
მწვრთნელი: დი ფრანცესკო
გოლები: 1:0 რინკონი (51), 1:1 ასერბი (90+3), 2:1 პავოლეტი (90+5)
გაფრთხილება: რინკონი (25), პერინი (42), ბურდისო (87)
გაძევება: პეროდი (41) - ბერარდი (41)
კარისკენ დარტყმა: 14 (3) - 9 (4); ბურთის ფლობა: 46% - 54%; კუთხური: 6 - 6; ჯარიმა: 21 - 18; თამაშგარე: 1 - 5; სეივი: 3 - 1.
რომი. “ოლიმპიკო”.
ლაციო - პალერმო 1:1 (0:1)
ლაციო: მარჩეტი, ბასტა, ჯენტილეტი, ჰოედტი, ბიგლია, ლულიჩი, პაროლო, ფელიპე ანდერსონი (მატრი 58), მილინკოვიჩ-სავიჩი, დორდევიჩი (კანდრევა 58), კეიტა (კიშნა 83).
მწვრთნელი: პიოლი
პალერმო: სორენტინო, გონსალესი, ალჯაზ სტრუნა (რისპოლი 81), ლაზარი, გოლდანიგა, ჯაიალო, ვაზქესი, ბრუგმანი, ჰილემარკი (რიგომი 74), ჩოჩევი, ჯილარდინო (ტრაჯკოვსკი 73).
მწვრთნელი: ბალარდინი
გოლები: 0:1 გოლდანიგა (21), 1:1 კანდრევა (69 პ.)
გაფრთხილება: ჯენტილეტი (59), მატრი (62), ბიგლია (90+2) - ჩოჩევი (58), ჰილჯემარკი (68), ტრაჯკოვსკი (77)
კარისკენ დარტყმა: 18 (3) - 13 (8); ბურთის ფლობა: 63% - 37%; კუთხური: 10 - 2; ჯარიმა: 18 - 18; თამაშგარე: 0 - 1; სეივი: 7 - 2.
უდინე. “კომუნალე”
უდინეზე - სამპდორია 1:0 (1:0)
უდინეზე: კარნეზისი, ფელიპე (პირისი 81), დანილო, ედენილსონი, ვაგუე, ვიდმერი (ალი ადნანი 73), იტურა, ლოდი, აგიემანგ-ბადუ, ტერეუ, აგუირე (დი ნატალე 73).
მწვრთნელი: კოლანტუონი
სამპდორია: ვივიანო, დე სილვესტრი, სილვესტრე, მოისანდერი, ზუკანოვიჩი, ბარეტო, სორიანო (ბონაძოლი 82), ფერნანდო, კარბონერო (კრისტოდოპულოსი 64), ედერი, მურიელი (კასანო 65).
მწვრთნელი: მონტელა
გოლი: 1:0 აგიემანგ-ბადუ (34)
გაფრთხილება: იტურა (16), დანილო (51), ფელიპე (71) - სილვესტრე (84)
გაძევება: ზუკანოვიჩი (90)
კარისკენ დარტყმა: 9 (4) - 10 (0); ბურთის ფლობა: 39% - 61%; კუთხური: 6 - 1; ჯარიმა: 18 - 14; თამაშგარე: 1 - 1; სეივი: 0 - 3.
მილანი. “ჯუზეპე მეაცა”
ინტერი - ფროსინონე 4:0 (1:0)
ინტერი: ჰანდანოვიჩი, ტელესი, მურილიო, მირანდა, ნაგატომო (რანოკია 60), კონდოგბია, მელო, ლიანიჩი, იოვეტიჩი, ბიაბიანი (პერიშიჩი 86), იკარდი (ბროზოვიჩი 88).
მწვრთნელი: მანჩინი
ფროსინონე: ლეალი, კრიველო, ბლანშარი, დიაკიტე, როსი, სოდიმო, სამარკო, გორი (გუჯერი 77), პაგანინი (კარლინი 83), კასტილიო, ჩოფანი (ლონგო 77).
მწვრთნელი: სტელონე
გოლები: 1:0 ბიაბიანი (29), 2:0 იკარდი (53), 3:0 მურილიო (87), 4:0 ბროზოვიჩი (90+3)
გაფრთხილება: მირანდა (26) - დიაკიტე (10), სოდიმო (40), პაგანინი (62)
კარისკენ დარტყმა: 22 (10) - 11 (4); ბურთის ფლობა: 64% - 36%; კუთხური: 6 - 7; ჯარიმა: 15 - 18; თამაშგარე: 0 - 2; სეივი: 4 - 6.