კალათბურთი

23:11 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილი “ბრექსის” სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ტოჩიგი ბრექსმა” იაპონიის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “აიშინ სი ჰორსს” 75:70 სძლია და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დამკვიდრდა.

ქართველი კალათბურთელი ტოჩიგელთა სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა და 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ცქიტიშვილმა 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

“ბრექსს” ტრადიციულად ამერიკელმა რაიან როსიტერმა ულიდერა, რომელმაც 38 წუთში 28 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

ქართველი ფორვარდის კლუბს მომდევნო მატჩი ისევ “აიშინ სი ჰორსის” წინააღმდეგ ელის.

0.137201