"ბენდელას" სტადიონზე ჩატარდა საერთაშორისო შეხვედრა, რომელშიც "საბურთალოს 2001- წლიანების გუნდმა ყაზახურ "აკტობეს" თანატოლებს უმასპინძლა. "საბურთალომ" 2:1 მოიგო. საბურთალოელეთაგან გოლები ნოდიკო აფრიდონიძემ და ამიკო ნოზაძემ გაიტანეს, სტუმართაგან გატანილი გოლით თავი საიასატ ჟოლმანმა გამოიჩინა.
"აკტობეს" დელეგაციაში კლუბის მესვეურების გარდა, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორიც იმყოფებოდა. ბუნებრივია, სტუმრები მოზარდების თამაშს დაესწრნენ. კლუბის ხელმძღვანელებმა - პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ და "სალერის" წარმომადგენელმა გოჩა თამაზაშვილმა სტუმრებს როგორც ყოველთვის "საბურთალოს" სუვენირები გადასცეს.
"საბურთალომ" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ლეჟავა, მელიქიშვილი, სამსონია, კალანდაძე, ხარაიშვილი, ცალუღელაშვილი, კაპანაძე, აფრიდონიძე, ფაცაცია, ნოზაძე, კიკნაძე. ცვლილებაზე შევიდნენ: ასკურავა, მუშკუდიანი, შაქარაშვილი, აფციაური, ფილაური, ბახტაძე.