საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩინეთის ქალაქ ჩიონგქინგში დასრულებულ ოლიმპიადაზე 13 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით, 72 გუნდს შორის მე-13 ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები, რომლის ღირსებასაც გიორგი სიბაშვილი (2186), ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2142), ნიკა ღვამბერია (2047), ნოე თუთისანი (2025) და მარიამ ჭოლაძე (1932) იცავდნენ, მე-12 ნომრად იყო განთესილი.
ბოლო მე-10 ტურში ქართველი მოჭადრაკეები ჩინეთის პირველ გუნდს (მე-4 განთესვა) დაუპირისპირდნენ და ძლიერ მეტოქესთან ყაიმი გააფორმეს. აღსანიშნავია ღვამბერიას წარმატებული თამაში, რომელმაც რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ იიე ვანგს (2249) სძლია.
18 ქულით ოლიმპიადის ჩემპიონი ინდოეთი გახდა, რუსეთმა 17 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო ბრინჯაოს მედლები თურქეთს (15 ქულა) ერგო, რომელმაც უნგრეთს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
ტურქეტი რომ გაჯობებს,რა უნდა თქვა!!! თუმცა რა გინდა,შეადარე მათი მიდგომა ჭადრაკის განვითარებაში,ჩვენსას!რამოდენიმე წალიწადში,გუნდურშიც გვაჯობებენ ორივეგან და ვიხტუნოთ მერე!!