"ბაჩოს თასი-2015" ლამაზად და საინტერეოს ჩატარდა. ეს ხსოვნის ტურნირი მეხუთედ გაიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მეშვეობით.
ტურნირი ახალ სპორტის სასახლის დარბაზში ჩატარდა და ცნობილმა სახეებმაც მიიღეს მონაწილეობა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევამ კობიაშვილმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა ლევან ცქიტიშვილმა და ოთარ ხიზანეიშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მისმა მოადგილე აკაკი ლოდიამ.. მათ თავადაც ითამაშეს ფეხბურთი. ისინი ჯერ ტელე-მედიისა და სპორტ-მედიის, შემდეგ კი "ბაჩოს მეგობრებისა" და "სარბიელის" შერეულ გუნდებს შეხვდნენ. ანუ, ორი მატჩი გამართეს. რა თქმა უნდა, ყველას უნდოდა "კობისთან", "ცქიტოსთან" და "ხიზანეისთან" დასამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად თამაში. სხვათა შორის, ხეჩიკაშვილი და ლოდიაც მშვენივრად თამაშობენ.
ტურნირს ესწრებოდნენ ბაჩოს მეუღლე და პატარა ქალიშვილი, რომლებსაც პრიზი და საჩუქარი შეხვდათ. "ბაჩოს თასი" 2010 წელს გარდაცვლილი სპორტული ჟურნალისტის, ბაჩო სვანიძის ხსოვნისაა. ბაჩო 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გახლდათ პროფესიონალი თავის საქმეში და უშუალო, გულღია პიროვნება, რომელიც ყველას უყვარდა. ბაჩო სვანიძეს არაერთი ინტერვიუც გაუკეთებია სპორტის უცხოელ ლეგენდებთან: მარტო დიეგო მარადონა რად ღირს. ბაჩოს სხვადასხვა გაზეთებში უმუშავია, მაგრამ უმეტესწილად "სარბიელში" წერდა და ამ გაზეთის ერთ-ერთი ნათელი სახეც გახლდათ.
ტურნირები გაიმართა ფეხბურთში (ვაჟებსა და გოგონებში), მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟებსა და გოგონებში) და კალათბურთში. მონაწილეობდნენ სპორტული ჟურნალისტები და ბაჩოს მეგობრები.
ახლა გამარჯვებულებზე და ფინალისტებზე. მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონი გახდა პაატა ძნელაძე, რომელმაც ფინალში ზურაბ წერეთელს სძლია. ძალიან დაძაბული ფინალი გამოდგა, 21:18 დასრულდა.
გოგონებს შორის, მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონი გახდა სფფ-ის პრესსამსახურის წარმომადგენელი ეკა ელოშვილი, რომელმაც ფინალში მაგდა კლდიაშვილს აჯობა.
კალათბურთში პირველობა მოიპოვა "ტელე-მედიამ". ამ გუნდმა ფინალში აჯობა "ბაჩოს მეგობრებს".
და ქალების ფეხბურთს რაც შეეხება, აქ ორი გუნდი მონაწილეობდა: "ელოს გუნდი" და "ბურდულას ანგელოზები". "ელოს გუნდმა" (კაპიტანი ეკა ელოშვილი) პენალტებში იმარჯვა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.
ვაჟებს შორის ფინალში "ბაჩოს მეგობრებმა" 2:1 აჯობეს "სარბიელს". 1:1 იყო და ბოლო წუთებზე ოთო მხეიძემ მშვენიერი გოლით მოაგებინა "ბაჩოს მეგობრებს". მხეიძეს გადაეცა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც. გარდა ამისა, მას ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურაც გადასცა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყასაბი მაგრამ მე მაგრად მევასებოდა ყველგან ჟIლკით თამაშOბდა
კიდევ ერთი ძველი თაობის იგროკი წავიდა : (
თავის ამპლუაში დაასრულა თამაში... მე ვთვლი რომ თავისი დროის ერთ ერთი საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე და ნამდვილი კაპიტანი თავისი ხასიათით... მთელი კარიერა გრანდებში და ძალიან მაღალ დონეზე იყო მუდამ.
მაგარი იყავი მარკ.
იეს xuligani ufroa kidia sxvisi janmrteloba ra mnish aq danit dachri tu patkatit 9gaushveb loginshi
ძაან მაგარი იყო თავის პოზიციაზე და რატო არ მოსწონდათ დღემდე ვერ ვხვდები
დამსახურებული კაპიტანი იყო მიუნხენში და ძალიან მაგარი მილანში
მანამდე ბარსელონაში და პსვ შიც მხეცი იყო
წაუზიდანა ვითომ?
არა ზიზუს გან განსხვავებით ამან წითელი ბარათით მთელი თავისი კარიერის აპოთეოზი გამოსახა
უხეშობა