უმაღლესი ლიგის მე-12 ტურის დარჩენილ 3 შეხვედრაში მასპინძლებმა იმარჯვეს. “მიხეილ მესხის” სათადარიგო სტადიონზე “ცხინვალმა” “სიონს” წაგების გემო გაახსენა და სატურნირო ცხრილში ბოლნისელებთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.
“საბურთალომ” ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. თბილისელთა მეტოქე ერთ-ერთი აუტსაიდერი “ზუგდიდი” გახლდათ. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს მეტოქის გატეხვა გაუჭირდათ და ერთადერთი გოლი მატჩის ბოლოს გიორგი კოხრეიძემ გაიტანა.
ამრიგად, მე-12 ტურის შემდეგ “სიონი” მესამე ადგილზე (26ქ) ჩამოქვეითდა და “ცხინვალს” ერთი ქულით უსწრებს. “საბურთალო” მერვე ადგილზე გადავიდა, ხოლო “ზუგდიდი” კვლავ 5 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს.
თბილისი. “მიხეილ მესხი” სათადარიგო
ცხინვალი – სიონი 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 თორნიკე გორგიაშვილი (59), 2:0 მირზა მერლანი (ავტ.გოლი 89)
თბილისი. “ბენდელა”
საბურთალო – ზუგდიდი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 გიორგი კოხრეიძე (90)